Privacy policy
Last updated: 11 October 2026
In short
- We collect only what is essential for Bartefy to work: your email, the name and city you choose, the finds you post, and your chats.
- We don’t sell your data, and we don’t track you on other sites.
- Other people on Bartefy see your name, city and finds. Your chats are seen only by the person you’re swapping with.
- You can delete your account in Settings at any time. It disappears at once and is erased after 30 days.
1. Who we are
Bartefy is a product of ORZOMI. ORZOMI is responsible for your personal data on bartefy.com, bartefy.ge and the Bartefy apps. You can reach us at hello@bartefy.com.
2. What we collect
| What | For example |
| Account | Your email address, the name you choose, your city, and the invite code you used, if any. |
| Your finds | Photos, title, description, category, condition, and what you’d like in return. |
| Swaps and chats | Offers you make and receive, matches, chat messages, voice notes, and swap confirmations. |
| Safety | Reports you make, reports about you, the people you block, and our team’s decisions about them. |
| Points and tiers | Points you earn and spend, your tier, and your daily visit streak. |
| Settings | Your notification choices. Language and theme stay on your own device. |
| Usage | What you do in the app, for example how often you open it or send offers and messages. |
Page visits
For each page visit we store a random ID kept on your device, the page, the site you came from, a country guessed from your device’s time zone, the type of device (phone, tablet or computer) and its language. We don’t store your IP address for this, and we don’t use cookies for it.
What we don’t collect
Your precise location, your contacts, your phone number or payment card details.
Stored on your device
Bartefy keeps your sign-in, a copy of recent screens (so it opens fast and works on a weak signal), your settings and the random visit ID in your browser’s or phone’s storage. None of these are advertising cookies. Signing out clears them, except your language and theme.
3. Why we use it
- For Bartefy to work properly, we need to keep the information for signing you in, showing your finds, delivering messages and counting your points.
- For the safety of the people on Bartefy, and to stop abuse and fraud, we review reports and act with the means we have. The list of items that can’t be listed, and the rules, are in the Terms of use.
- To improve Bartefy, we look at which features you use, how often, and which ones you avoid.
- To provide the service, we send sign-in codes and messages about your account to your email.
- For criminal investigations, we give law enforcement the information they request on the basis of a court order.
Every report is reviewed by our team, and no decision is made automatically.
Legal basis: the first and fourth points are needed to provide the service you signed up for (our agreement with you). The second and third are our legitimate interest in a safe, working Bartefy, which you can object to (section 7). The fifth is a legal obligation.
4. Who can see your data
- Other people on Bartefy see your name, your city, how many swaps you’ve completed, and the photos of your finds. Photos and voice notes are stored as files with long, random web addresses: anyone who has the address can open the file.
- The person you’re swapping with sees your written and voice messages in your shared chat.
- Our team at ORZOMI, only when a chat is reported: a person on our team reads it to decide on the report.
- Service providers that process data for us, under contract and only on our instructions:
| Provider | What they do for us | Where |
| Supabase | Database, sign-in and server functions | Servers in Sydney, Australia |
| Cloudflare | Stores photos and voice notes | Global network |
| Resend | Sends the sign-in code emails | United States |
| GitHub (Microsoft) | Hosts the bartefy.com and bartefy.ge websites | United States |
| Google Fonts | Serves the fonts our websites use. Google receives your IP address when they load. | Global network |
- Law enforcement, on a lawful request (a court order), for criminal investigations.
We never sell your personal data.
5. Data stored outside Georgia
Our providers store data outside Georgia, including in Australia and the United States. We choose providers that commit by contract to protect personal data, with safeguards recognised under Georgian law and, where it applies, EU law (such as standard contractual clauses).
6. How long we keep it
- While your account exists, we keep your data so Bartefy works properly. A find you delete disappears from Bartefy at once.
- When you delete your account (Settings → Account → Delete), it disappears from Bartefy at once and you’re signed out. For 30 days you can sign in again and restore it. After 30 days we erase your account, finds, photos, voice notes, the messages you sent, your points and settings, and your sign-in. The chats you were in are erased too.
- What we keep after that: reports you made and reports about you, with the email address of each account involved. We keep them to protect the community and in case of a dispute or legal claim. Usage events stay, but no longer linked to you. Page visit counts never identified you.
- Backups: our database provider keeps automatic backups for a limited time. Deleted data leaves them as they are replaced.
- Technical logs kept by our providers, which can include IP addresses, are kept for a short time for security.
7. Your rights
Under Georgia’s Law on Personal Data Protection, and the EU’s GDPR where it applies to you, you can:
- see the data we hold about you, and get a copy;
- correct it (you can change your name and city in the app yourself);
- have it deleted (Settings → Account → Delete, or write to us);
- object to our using it to improve Bartefy, or ask us to limit how we use it;
- get the data you gave us in a common file format;
- withdraw your consent, where we rely on consent.
Write to hello@bartefy.com from the email address your account was created with. We reply within the time the law sets, normally within 10 working days.
If you think we’ve used your data wrongly, let us know. You can also complain to the Personal Data Protection Service of Georgia, or to the data protection authority of your country.
8. Age
Bartefy is for people aged 18 and over. If you think someone under 18 is using Bartefy, tell us and we’ll delete the account.
9. Security
Connections to Bartefy are encrypted (HTTPS). Database rules let each person read and change only what they’re allowed to, and our team’s access is limited to what the work needs. No system is perfectly safe. If a breach puts your data at risk, we’ll tell you and the authorities as the law requires.
10. Changes
When we change this policy, we update the date at the top. If a change matters to you, we tell you in the app before it applies.
hello@bartefy.com · Orzomi LLC, Georgia
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026 წლის 11 ოქტომბერი
მოკლედ
- ვაგროვებთ მხოლოდ იმას, რაც Bartefy-ს ფუნქციონირებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია: თქვენს ელ-ფოსტას, თქვენ მიერ არჩეულ სახელსა და ქალაქს, თქვენს ნივთებსა და ჩატებს.
- თქვენს მონაცემებს არ ვყიდით და სხვა საიტებზე არ გადევნებთ თვალს.
- Bartefy-ზე სხვები ხედავენ თქვენს სახელს, ქალაქსა და ნივთებს. თქვენს ჩატს მხოლოდ ის ადამიანი ხედავს, ვისთანაც ნივთს ცვლით.
- ანგარიშის წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ პარამეტრებში. ის მაშინვე ქრება და 30 დღის შემდეგ სამუდამოდ იშლება.
1. ვინ ვართ
Bartefy არის ORZOMI-ს პროდუქტი. ORZOMI პასუხისმგებელია თქვენს პერსონალურ მონაცემებზე bartefy.com-ზე, bartefy.ge-ზე და Bartefy-ს აპლიკაციებში. დაგვიკავშირდით ელ-ფოსტით: hello@bartefy.com.
2. რას ვაგროვებთ
| რა | მაგალითად |
| ანგარიში | თქვენი ელ-ფოსტა, თქვენ მიერ არჩეული სახელი, ქალაქი და მოსაწვევი კოდი (თუ გამოიყენეთ). |
| თქვენი ნივთები | ფოტოები, სათაური, აღწერა, კატეგორია, მდგომარეობა და რას ისურვებდით სანაცვლოდ. |
| გაცვლები და ჩატები | თქვენ მიერ გაგზავნილი და მიღებული შემოთავაზებები, დამთხვევები, ჩატის შეტყობინებები, ხმოვანი შეტყობინებები და გაცვლის დადასტურებები. |
| უსაფრთხოება | თქვენ მიერ გაგზავნილი საჩივრები, საჩივრები თქვენ შესახებ, დაბლოკილი ადამიანები და ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებები მათ შესახებ. |
| ქულები და დონეები | დაგროვებული და დახარჯული ქულები, თქვენი დონე და ყოველდღიური ვიზიტების სერია. |
| პარამეტრები | შეტყობინებების არჩევანი. ენა და თემა, რომლებიც თქვენსავე მოწყობილობაზე ინახება. |
| გამოყენება | რას აკეთებთ აპლიკაციაში, მაგალითად, რა სიხშირით ხსნით მას ან აგზავნით შეთავაზებებსა და შეტყობინებებს. |
გვერდების ნახვა
ყოველი ვიზიტისას ვინახავთ თქვენს მოწყობილობაზე შენახულ შემთხვევით იდენტიფიკატორს, გვერდს, საიტს, საიდანაც შემოხვედით, ქვეყანას, რომელსაც მოწყობილობის დროის სარტყლით ვადგენთ, მოწყობილობის ტიპს (ტელეფონი, პლანშეტი თუ კომპიუტერი) და მის ენას. ამისთვის თქვენს IP მისამართს არ ვინახავთ და ქუქი-ფაილებს არ ვიყენებთ.
რას არ ვაგროვებთ
თქვენს ზუსტ მდებარეობას, კონტაქტებს, ტელეფონის ნომერს ან ბარათის მონაცემებს.
რა ინახება თქვენს მოწყობილობაზე
Bartefy თქვენი ბრაუზერის ან ტელეფონის მეხსიერებაში ინახავს შესვლის მონაცემებს, ბოლოს ნანახი ეკრანების ასლს (რომ სწრაფად გაიხსნას და სუსტ კავშირზეც იმუშაოს), თქვენს პარამეტრებს და ვიზიტის შემთხვევით იდენტიფიკატორს. არცერთი მათგანი სარეკლამო ქუქი-ფაილი არ არის. ანგარიშიდან გასვლისას ისინი იშლება, გარდა ენისა და თემისა.
3. რატომ ვიყენებთ
- Bartefy-ს გამართული ფუნქციონირებისთვის შემდეგი ინფორმაციის შენახვაა აუცილებელი: შესვლა, თქვენი ნივთების ჩვენება, შეტყობინებების მიწოდება და ქულების რაოდენობა.
- მომხმარებელთა უსაფრთხოებისთვის, ძალადობისა და თაღლითობის აღმოსაფხვრელად განვიხილავთ საჩივრებს და ვმოქმედებთ ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით. განთავსებისთვის აკრძალული ნივთების სიას და გამოყენების პირობებს გაეცანით ბმულზე.
- Bartefy-ს გასაუმჯობესებლად ვაკვირდებით, რომელ ფუნქციებს რა სიხშირით იყენებთ, ან რას არიდებთ თავს.
- მომსახურების გასაწევად თქვენს ელ-ფოსტაზე გიგზავნით შესვლის კოდებს და ანგარიშთან დაკავშირებულ შეტყობინებებს.
- საგამოძიებო მოქმედებების შესრულების მიზნით გავცემთ სამართალდამცავი ორგანოების მიერ სასამართლო განჩინების საფუძველზე მოთხოვნილ ინფორმაციას.
ნებისმიერი საჩივარი განიხილება გუნდის მიერ და გადაწყვეტილება არ მიიღება ავტომატურად.
სამართლებრივი საფუძველი: პირველი და მეოთხე პუნქტი აუცილებელია იმ მომსახურების გასაწევად, რომელზეც დარეგისტრირდით (ჩვენი შეთანხმება თქვენთან). მეორე და მესამე — ჩვენი ლეგიტიმური ინტერესია უსაფრთხო და გამართული Bartefy-ს მიმართ, რომლის გაპროტესტებაც შეგიძლიათ (მე-7 ნაწილი). მეხუთე — კანონისმიერი ვალდებულებაა.
4. ვინ ხედავს თქვენს მონაცემებს
- Bartefy-ს სხვა მომხმარებლები ხედავენ თქვენს სახელს, ქალაქს, დასრულებული გაცვლების რაოდენობასა და ნივთების ფოტოებს. ფოტოები და ხმოვანი შეტყობინებები ინახება ფაილებად გრძელი, შემთხვევითი ვებმისამართებით: მას, ვისაც მისამართი აქვს, ფაილის გახსნა შეუძლია.
- ადამიანი, ვისთანაც ცვლით, ხედავს თქვენს წერილობით და ხმოვან შეტყობინებებს საერთო ჩატში.
- ORZOMI-ს გუნდი — მხოლოდ მაშინ, როცა ჩატზე საჩივარი შემოვა, გადაწყვეტილების მისაღებად ჩვენი გუნდის წევრი კითხულობს მიმოწერას.
- მომსახურების მიმწოდებლები, რომლებიც მონაცემებს ჩვენთვის ამუშავებენ ხელშეკრულების საფუძველზე და მხოლოდ ჩვენი მითითებით:
| მიმწოდებელი | რას აკეთებს ჩვენთვის | სად |
| Supabase | მონაცემთა ბაზა, შესვლა და სერვერული ფუნქციები | სერვერები სიდნეიში, ავსტრალია |
| Cloudflare | ინახავს ფოტოებს და ხმოვან შეტყობინებებს | გლობალური ქსელი |
| Resend | აგზავნის შესვლის კოდებს ელ-ფოსტით | ამერიკის შეერთებული შტატები |
| GitHub (Microsoft) | ჰოსტინგი bartefy.com-ისა და bartefy.ge-ისთვის | ამერიკის შეერთებული შტატები |
| Google Fonts | გვაწვდის ჩვენი საიტების შრიფტებს. შრიფტების ჩატვირთვისას Google იღებს თქვენს IP მისამართს. | გლობალური ქსელი |
- სამართალდამცავი ორგანოები — კანონიერი მომართვისას (სასამართლო განჩინების საფუძველზე), საგამოძიებო საქმის წარმოებისთვის.
თქვენს პერსონალურ მონაცემებს არასოდეს ვყიდით.
5. მონაცემები საქართველოს გარეთ
ჩვენი მიმწოდებლები მონაცემებს საქართველოს გარეთაც ინახავენ, მათ შორის ავსტრალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვირჩევთ მიმწოდებლებს, რომლებიც ხელშეკრულებით იღებენ ვალდებულებას, დაიცვან პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობით და, სადაც ეს მოქმედებს, ევროკავშირის სამართლით აღიარებული გარანტიებით (მაგალითად, სტანდარტული სახელშეკრულებო პირობებით).
6. რამდენ ხანს ვინახავთ
- სანამ თქვენი ანგარიში არსებობს, ვინახავთ თქვენს მონაცემებს, რომ Bartefy-მ გამართულად იმუშაოს. წაშლილი ნივთი Bartefy-დან მაშინვე ქრება.
- ანგარიშის წაშლისას („პარამეტრები → ანგარიში → წაშლა“) ის Bartefy-დან მაშინვე ქრება და ანგარიშიდან გამოდიხართ. 30 დღის განმავლობაში შეგიძლიათ ხელახლა შეხვიდეთ და ანგარიში აღადგინოთ. 30 დღის შემდეგ ვშლით თქვენს ანგარიშს, ნივთებს, ფოტოებს, ხმოვან შეტყობინებებს, თქვენ მიერ გაგზავნილ შეტყობინებებს, ქულებსა და პარამეტრებს, ასევე, შესვლის მონაცემებს. იშლება ის ჩატებიც, რომლებშიც მონაწილეობდით.
- რას ვინახავთ ამის შემდეგ: თქვენ მიერ გაგზავნილ საჩივრებს და საჩივრებს თქვენ შესახებ, თითოეული ანგარიშის ელ-ფოსტასთან ერთად. მათ ვინახავთ საზოგადოების დასაცავად და დავის ან სამართლებრივი მოთხოვნის შემთხვევისთვის. გამოყენების მონაცემები რჩება, მაგრამ თქვენთან კავშირის გარეშე. გვერდების ნახვის სტატისტიკა თქვენს ვინაობას არასოდეს ადგენდა.
- სარეზერვო ასლები: ჩვენი მონაცემთა ბაზის მიმწოდებელი ავტომატურ სარეზერვო ასლებს შეზღუდული ვადით ინახავს. წაშლილი მონაცემები მათგან ქრება, როცა ასლები ახლდება.
- ტექნიკური ჟურნალები, რომლებსაც ჩვენი მიმწოდებლები ინახავენ და რომლებიც შეიძლება IP მისამართებს შეიცავდეს, უსაფრთხოებისთვის მოკლე ვადით ინახება.
7. თქვენი უფლებები
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის და, თუ თქვენზე ვრცელდება, ევროკავშირის GDPR-ის მიხედვით შეგიძლიათ:
- ნახოთ, რა მონაცემები გვაქვს თქვენ შესახებ, და მიიღოთ მათი ასლი;
- ჩაასწოროთ ისინი (სახელისა და ქალაქის შეცვლა თავად შეგიძლიათ აპლიკაციაში);
- წაშალოთ ისინი („პარამეტრები → ანგარიში → წაშლა“, ან მოგვწერეთ);
- გააპროტესტოთ მათი გამოყენება Bartefy-ს გასაუმჯობესებლად, ან მოითხოვოთ გამოყენების შეზღუდვა;
- მიიღოთ თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები გავრცელებული ფორმატის ფაილად;
- გამოიხმოთ თანხმობა, სადაც თანხმობას ვეყრდნობით.
მოგვწერეთ hello@bartefy.com-ზე იმ ელ-ფოსტიდან, რომლითაც ანგარიში გაქვთ შექმნილი. გიპასუხებთ კანონით დადგენილ ვადაში, ჩვეულებრივ 10 სამუშაო დღეში.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მონაცემები არასწორად გამოვიყენეთ, შეგვატყობინეთ. ასევე, შეგიძლიათ საჩივრით მიმართოთ საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან თქვენი ქვეყნის მონაცემთა დაცვის ორგანოს.
8. ასაკი
Bartefy განკუთვნილია 18 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. თუ ფიქრობთ, რომ Bartefy-ს 18 წლამდე პირი იყენებს, შეგვატყობინეთ და ანგარიშს წავშლით.
9. უსაფრთხოება
Bartefy-სთან კავშირი დაშიფრულია (HTTPS). მონაცემთა ბაზის წესები თითოეულ ადამიანს მხოლოდ იმის ნახვისა და შეცვლის საშუალებას აძლევს, რაც მას ეკუთვნის, ხოლო ჩვენი გუნდის წვდომა შეზღუდულია სამუშაოსთვის საჭიროთი. არცერთი სისტემა არ არის სრულად დაცული. თუ მონაცემების გაჟონვა თქვენს მონაცემებს საფრთხეს შეუქმნის, შეგატყობინებთ თქვენც და უფლებამოსილ ორგანოებსაც, როგორც ამას კანონი მოითხოვს.
10. ცვლილებები
ამ პოლიტიკის შეცვლისას ზემოთ მითითებულ თარიღს ვაახლებთ. თუ ცვლილება თქვენთვის მნიშვნელოვანია, ძალაში შესვლამდე აპლიკაციაში შეგატყობინებთ.
hello@bartefy.com · შპს „ორზომი“, საქართველო